დღე ნაყოფიერი იყო ...
გავეცანით პროექტზე მუშაობის დაწყებამდე საინფორმაციო ბუკლეტების წარდგენის მნიშვნელობას, განსაკუთრებით მშობლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის. ვნახეთ და განვიხილეთ სხვადასხვა პროექტების ბუკლეტები, მათი მიმართება შესაბამის თემასთან...
გავეცანით მისი დამზადების ხერხებს, დავათვალიერეთ ბუკლეტების მზა ნიმუშები და შემდეგ შევასრულეთ დავალება – შევქმენით ბუკლეტები. თემა იყო –,,ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჯგუფის თითოეული წევრი ბუკლეტით განიხილავდა საკითხის სხვადასხვა მიმართულებას....
ძალიან საინტერესო იყო ....
ჩვენს მიერ დამზადებული ბუკლეტები კი ლამაზებიც იყო, მიზნის შესაბამისი ინფორმაციის შემცველიც და ... მოცემული თემის რეკლამირების საუკეთესო საშუალებაც!
... თანდათან უფრო მეტად მომწონს პროექტებით სწავლების მეთოდი ....
Комментариев нет:
Отправить комментарий