вторник, 29 октября 2013 г.

ტრენინგის მესამე დღე ...

      დღევანდელი დღე ტრენინგებზე მიღებული ცოდნის  გამოყენების დღეა ...
თავი მოვუყარე იდეებს , ავირჩიე ერთი კონკრეტული და დავიწყე გეგმაზე მუშაობა...
არც ისე მარტივი აღმოჩნდა ზოგადი და თემატური კითხვების გამიჯვნა 

... საბოლოოდ მგონი გავართვი თავი....
  იდეა მაქვს... გეგმაც... საინფორმაციო ბუკლეტიც მზადაა...რა მაკლია?!.
მომდევნო დღეებში გამოჩნდება !..

    .... ესეც ჩემი საპროექტო იდეა:


                  
 ,,სამყაროს კეთილი ელჩი"  –  საინტერესო იქნება ბავშვების თვალით დანახული  უაღრესად მშრომელი და დაუღალავი მწერის ცხოვრება, მისი პროდუქტების მნიშვნელობის შეფასება !..
                                   ....................................
                       ,,იმაზე კარგი რა უნდა იყოს,
                           კაცს თაფლი მისცე 
                             და ღმერთს სანთელი?!"

воскресенье, 20 октября 2013 г.

ტრენინგის მეორე დღე...






       დღე ნაყოფიერი იყო ...
გავეცანით  პროექტზე მუშაობის დაწყებამდე  საინფორმაციო ბუკლეტების წარდგენის მნიშვნელობას, განსაკუთრებით მშობლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის. ვნახეთ და განვიხილეთ სხვადასხვა პროექტების ბუკლეტები, მათი მიმართება შესაბამის თემასთან...
გავეცანით მისი დამზადების ხერხებს, დავათვალიერეთ ბუკლეტების მზა ნიმუშები და შემდეგ შევასრულეთ დავალება – შევქმენით ბუკლეტები.  თემა იყო –,,ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჯგუფის თითოეული წევრი ბუკლეტით განიხილავდა საკითხის სხვადასხვა მიმართულებას....
ძალიან საინტერესო იყო ....
ჩვენს მიერ დამზადებული ბუკლეტები კი ლამაზებიც იყო, მიზნის შესაბამისი ინფორმაციის შემცველიც და ... მოცემული თემის რეკლამირების საუკეთესო საშუალებაც!
    ... თანდათან უფრო მეტად მომწონს პროექტებით სწავლების მეთოდი ....

суббота, 19 октября 2013 г.

ტრენინგის პირველი დღე...



      ეს იყო ერთ–ერთი საინტერესო  და მნიშვნელოვანი დღე !
      ჩვენთან ისევ თამუნაა !
      ამჯერად პროექტებით სწავლებას ვსწავლობთ.  საინტერესოა ... ვფიქრობ,  სახალისო იქნება მოსწავლეებისთვისაც ....
     იდეებით ვარ სავსე !..
     მიხარიაააა!!!!!!!