воскресенье, 17 ноября 2013 г.

ტრენინგის მეცხრე დღე

.... ეს  უდიდესი კმაყოფილების, მაგრამ ამავე დროს გულდასაწყვეტი დღეა.
 ... კარგია, რომ მოვრჩით პროექტებზე მუშაობას...
 ... გული მწყდება, რომ ტრენინგი დამთავრდა...

საერთოდ საინტერესოა პროექტებზე მუშაობა, უკეთესი იქნება მისი განხორციელების პროცესი, ალათ მეტი საინტერესო მხარე გამოჩნდება მოსწავლეთა თვალთახედვის გათვალისწინებით.

 აღფრთოვანებული ვარ ჯგუფის წევრებით. მათი საქმიანი ურთიერთდახმარება და კომენტარები დიდად წამადგა პროექტის საბოლოოდ დახვეწაში.

 მადლობა ტრენერს !..
არავის ეყოლება ჩვენნაირი თამუნა !..

მადლობა ყველას  ამ პროგრამის შექმნისა და ჩვენამდე მოტანისთვის!



суббота, 16 ноября 2013 г.

ტრენინგის მერვე დღე

... ერთ-ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი დღე ...
პორტფოლიოს ჩეკლისტის მიხედვით ორგანიზება გავუკეთე ჩემს საქაღალდეს - დავახარისხე მასალები, რომლებიც მომიგროვდა პროექტზე მუშაობისას, განვათავსე შესაბამის საქაღალდეში და ბლოგზე გამოვაქვეყნე ინტერნეტ-სივრცეში.

воскресенье, 10 ноября 2013 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე

განვიხილეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები,დავასრულეთ შეფასების რუბრიკები.
ვიმუშავეთ დიფერენცირებული სწავლებისთვის საჭირო მასალების შექმნაზე....
ვიმუშავეთ პროექტის შეფასების კრიტერიუმებზე...

суббота, 9 ноября 2013 г.

ტრენინგის მეექვსე დღე ...

      ვისაუბრეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნასა  და მის საჭიროებაზე.
ვნახეთ ნიმუშები, რომლითაც დავაკვირდით მის შესაბამისობას გეგმასთან
და  მასწალებლის მოლოდინებთან. გაჩნდა იდეები საარაუდიო ნაშრომის დიზაინსა და შინაარსზე, რის გამოც რაღაც-რაღაცეები შევცვალე დაწყებულ სამუშაოში.
     .... დავასრულე მოსწავლის საარაუდო ნაშრომი და დავიწყე შეფასებაზე მუშაობა.  

воскресенье, 3 ноября 2013 г.

ტრენინგის მეხუთე დღე .....

თანდათან ძალას იკრებს პროექტი...
დავამატეთ მასწავლელის მიერ მიწოდებული პრეზენტაცია - რას უნდა პასუხობდეს პროექტი, ანუ მოთხოვნები...
ვიმუშავეთ შეფასების ფორმებსა და პერიოდულობაზე ....
შეფასების რუბრიკების ნიმუშების შექმნაზე....
საავტორო უფლებების დაცვასა და მასალების გამოყენების წესებზე....

суббота, 2 ноября 2013 г.

ტრენინგის მეოთხე დღე....

ვისაუბრეთ პროექტის ირგლივ მიმართულების მიმცემ კითხებზე ....
დავხვეწეთ შინაარსობრივი და თემატური კითხვების შემუშავების წესები...
შევადგინეთ პროექტის გეგმა....
ვიმუშავეთ პროექტის პრეზენტაციის შექმნაზე....